თელავში ჩატარდა პროექტის „კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ“ წარდგენა და უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსი

2026 წლის 13–14 ივლისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის „კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ (დემენციის ეროვნული პროგრამის შექმნის ხელშეწყობისათვის)“ წარდგენა. პროექტი ხორციელდება სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის წარდგენის შემდეგ, უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) ფარგლებში ჩატარდა ორდღიანი მოდული „ღირსეული სიბერე: კოგნიტური ჯანმრთელობა და დემენციის მართვა“, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პროფესორი დავით გიგინეიშვილი და პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი.

საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავდა კოგნიტური ჯანმრთელობის, დემენციის ადრეული ამოცნობის, დიაგნოსტიკისა და თანამედროვე მართვის საკითხებს. მოდულში მონაწილეობდნენ ნევროლოგები, ფსიქიატრები და ოჯახის ექიმები.

ღონისძიების მიზანი იყო დემენციის შესახებ პროფესიული ცოდნის გაღრმავება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური პრაქტიკის ხელშეწყობა და სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება დემენციის მართვის მიმართულებით.