პროექტის შესახებ

ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის კათედრების და ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის გერონტოლოგიისა და პალიატიური მზრუნველობის დეპარტამენტის თანამშრომლების ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა საქართველოში დემენციის ეროვნული პროგრამის „ჩარჩო კონცეფციის“ მოდელის შექმნისა და მისი იმპლემენტაციის ხელშეწყობის იდეას.

საინიციატივო ჯგუფმა აკადემიკოს ავლიპ ზურაბაშვილის სახელობის ფსიქიატრთა ასოციაციის სახელით (თსუ-სთან და ტელეკომპანია პულსთან გაფორმებული მემორანდუმების მხარდაჭერით) 2025 წლის დეკემბერში მოიპოვა სამთავრობო (სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო) გრანტი პროექტის – კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ (დემენციის ეროვნული პროგრამის შექმნის ხელშეწყობისათვის) – განსახორციელებლად.

პროექტის მიზანია საქართველოში დემენციის ეროვნული პროგრამის „ჩარჩო
კონცეფციის“ მოდელის შექმნა და მისი იმპლემენტაციის ხელშეწყობა – არსებული
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით საინფორმაციო და საგანმანათლებლო
ინტერვენციების განხორციელების და პრობლემის სახელმწიფო პოლიტიკაში
ინტეგრაციის ლობირების გზით.
წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს დემენციის თემის
ინსტიტუციონალიზაციის და ეროვნულ დონეზე მის პრიორიტეტულ პრობლემად
აღიარების ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში განხორციელდება კონკრეტული
რეკომენდაციების შემუშავება დემენციის ეროვნული პროგრამის შემდგომი მდგრადი
იმპლემენტაციისათვის.
პროექტი განხორციელდება ინტეგრირებული მიდგომით, რომელიც აერთიანებს
კვლევით/ანალიტიკურ კომპონენტს, პრაქტიკულ ტრენინგებს, საზოგადოებრივ
კამპანიას და პოლიტიკურ ადვოკაციას.

პროექტი მომზადებულია სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მიერ გაცემული სახელმწიფო გრანტის ფარგლებში. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. სსიპ – სახელმწიფო გრანტის სააგენტო შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ მოსაზრებებსა და ხედვებს.

პროექტის მიზნის მისაღწევად განსაზღვრულია რამდენიმე თანმიმდევრული ამოცანის გადაჭრა:

პროექტი შექმნის პლატფორმას, რომელიც გააერთიანებს საზოგადოებას,
პროფესიულ ცოდნას და სახელმწიფო რესურსებს იმ მიზნით, რომ დემენცია არ
გადაიქცეს პიროვნული და სოციალური მიტოვებულობის სინონიმად საქართველოში.