ქუთაისში ჩატარდა პროექტის „კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ“ წარდგენა და უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსი

2026 წლის 3–4 ივლისს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, გაიმართა პროექტის „კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ (დემენციის ეროვნული პროგრამის შექმნის ხელშეწყობისათვის)“ წარდგენა. პროექტი ხორციელდება სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის წარდგენის შემდეგ, უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში, ჩატარდა ორდღიანი მოდული „ღირსეული სიბერე: კოგნიტური ჯანმრთელობა და დემენციის მართვა“, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პროფესორი დავით გიგინეიშვილი და პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი.

ორდღიანი საგანმანათლებლო პროგრამა დაეთმო კოგნიტური ჯანმრთელობის, დემენციის ადრეული ამოცნობის, დიაგნოსტიკისა და მართვის მნიშვნელოვან საკითხებს. მოდულში მონაწილეობდნენ ნევროლოგები, ფსიქიატრები და ოჯახის ექიმები.

ღონისძიება მიზნად ისახავდა დემენციის შესახებ პროფესიული ცოდნის გაღრმავებას, თანამედროვე კლინიკური მიდგომების გაზიარებასა და სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.