მეორე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ნეიროდეგენერაციული დაავადებები“
2026 წლის 28–29 მაისს ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის მეორე კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა მეორე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ნეიროდეგენერაციული დაავადებები“.
წლევანდელი კონფერენცია მიეძღვნა თემას — „გენური თერაპიის გავლენა ნეიროდეგენერაციულ დაავადებებზე“. კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები ნეიროდეგენერაციული დაავადებების თანამედროვე კვლევების, გენური თერაპიის შესაძლებლობებისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ.
კონფერენციის სამეცნიერო მხარდაჭერა უზრუნველყო პროფესორმა დავით გიგინეიშვილმა, რომელმაც ასევე მონაწილეობა მიიღო წარმოდგენილი აბსტრაქტების შერჩევის პროცესში. ღონისძიების მეორე დღის (29 მაისი) სესიას სწორედ პროფესორი დავით გიგინეიშვილი უძღვებოდა. ამავე დღეს მან წაიკითხა მოხსენება თემაზე: „გენური თერაპია ნეიროდეგენერაციული დაავადებების დროს“.
კონფერენციამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სტუდენტების მზარდი ინტერესი თანამედროვე ნეირომეცნიერებისა და ინოვაციური თერაპიული მიდგომების მიმართ, ხოლო მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა გაეზიარებინათ საკუთარი კვლევითი გამოცდილება და ემსჯელათ დარგის აქტუალურ საკითხებზე.




