დემენციის ეროვნული პროგრამის კონცეპტუალური ჩარჩოს სამუშაო ვერსიის განხილვა
ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში 15 მაისს გაიმართა დემენციის ეროვნული პროგრამის – „კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ“ – კონცეპტუალური ჩარჩოს სამუშაო ვერსიის განხილვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ფსიქიატრები, ნევროლოგები, გერიატრიული მედიცინის სპეციალისტები, ასევე „მეხსიერების კაფეს“ წევრები და თემით დაინტერესებული სხვა პირები.
შეხვედრაზე მოხსენებებით წარდგნენ პროფესორი დავით გიგინეიშვილი და ასისტენტ პროფესორი ლიკა სვანაძე. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე პროფესორებმა ნინო ოკრიბელაშვილმა და დიმიტრი კორძაიამ, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ხედვები და რეკომენდაციები გაუზიარეს.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა დემენციის ეროვნული პროგრამის მიზნები, პრიორიტეტები და განვითარების პერსპექტივები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ პროგრამის კონცეპტუალურ ჩარჩოზე და წარედგინათ საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები.
აღნიშნულ საქმიანობას ავ. ზურაბაშვილის სახელობის საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება ახორციელებს სსიპ „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს“ მხარდაჭერით.
შეხვედრის ადგილი: ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, თბილისი, დიღომი, ბელიაშვილის ქ. №78, II სართული.






