უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა „ღირსეული სიბერე: კოგნიტური ჯანმრთელობა და დემენციის მართვა“ ქუთაისში გაიმართება

2026 წლის 3–4 ივლისს ქალაქ ქუთაისში გაიმართება უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) პროგრამა „ღირსეული სიბერე: კოგნიტური ჯანმრთელობა და დემენციის მართვა“.

პროგრამა აკრედიტებულია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ (აკრედიტაციის №1364, 27.05.2026) და მონაწილეებს ენიჭებათ I ტიპის 6 უსგ ქულა.

ჩატარების ადგილი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი №98, XI კორპუსი, მედიცინის ფაკულტეტის საკონფერენციო დარბაზი 225B

პროგრამა განკუთვნილია:

  • ნევროლოგებისთვის;
  • ფსიქიატრებისთვის;
  • ოჯახის ექიმებისთვის;
  • შინაგანი მედიცინის სპეციალისტებისთვის.

კურსი მონაწილეებს გააცნობს კოგნიტური ჯანმრთელობის, დემენციის ადრეული ამოცნობის, დიაგნოსტიკისა და თანამედროვე მართვის ძირითად პრინციპებს, კლინიკურ მიდგომებსა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს.

2026 წელს პროგრამაში მონაწილეობა მსმენელებისთვის უფასოა.

გელოდებით ქუთაისში!