განმეორებით ჩატარდება უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა თბილისში „ღირსეული სიბერე: კოგნიტური ჯანმრთელობა და დემენციის მართვა“
თბილისში წარმატებით ჩატარებული უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) ორდღიანი პროგრამის „ღირსეული სიბერე: კოგნიტური ჯანმრთელობა და დემენციის მართვა“ მაღალი ინტერესისა და მონაწილეთა აქტიური ჩართულობის გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება კურსის განმეორებით ჩატარების შესახებ.
პროგრამა გაიმართება 2026 წლის 6–7 აგვისტოს.
კურსი ტარდება სახელმწიფო საგრანტო პროექტის „კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ (დემენციის ეროვნული პროგრამის შექმნის ხელშეწყობისათვის)“ ფარგლებში და მიზნად ისახავს დემენციის ადრეული ამოცნობის, კოგნიტური ჯანმრთელობისა და თანამედროვე მართვის პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავებას.
ჩატარების ადგილი:
📍 ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი (მეორე შენობა), დიდი აუდიტორია (II სართული)
ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. №78
დრო:
🗓 6–7 აგვისტო, 2026
🕓 16:00 – 19:30
კურსის ხელმძღვანელები არიან:
- პროფესორი დავით გიგინეიშვილი
- პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი
ვიწვევთ ნევროლოგებს, ფსიქიატრებს, ოჯახის ექიმებს, შინაგანი მედიცინის სპეციალისტებს, ფსიქოლოგებს და დემენციის საკითხებით დაინტერესებულ სხვა ჯანდაცვის პროფესიონალებს.
გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია და მობრძანდეთ.
აკრედიტაცია: №1364 (27.05.2026) – I ტიპის 6 უსგ ქულა