თბილისში გაიმართა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მეოთხე ორდღიანი მოდული

2026 წლის 6–7 აგვისტოს, თბილისში, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის დიდ აუდიტორიაში, პროექტის „კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ (დემენციის ეროვნული პროგრამის შექმნის ხელშეწყობისათვის)“ ფარგლებში გაიმართა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მორიგი, მეოთხე ორდღიანი მოდული — „ღირსეული სიბერე: კოგნიტური ჯანმრთელობა და დემენციის მართვა“.

სასწავლო მოდულს ხელმძღვანელობდნენ პროფესორი დავით გიგინეიშვილი და პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი.

ორდღიანი პროგრამა დაეთმო კოგნიტური ჯანმრთელობის, დემენციის ადრეული ამოცნობის, დიაგნოსტიკისა და მართვის მნიშვნელოვან საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დემენციის მართვაში თანამედროვე მიდგომებსა და სხვადასხვა სპეციალობის პროფესიონალთა თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

მოდულს ესწრებოდნენ ნევროლოგები, ფსიქიატრები, ოჯახის ექიმები, ასევე სხვა სპეციალობის წარმომადგენლები და დემენციის საკითხებით დაინტერესებული მსმენელები.

აღნიშნული სასწავლო აქტივობა პროექტის ფარგლებში განხორციელებული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მეოთხე მოდული იყო და ემსახურება დემენციის სფეროში პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და საქართველოში დემენციის მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვის ხელშეწყობას.