დემენციის ეროვნული პროგრამის კონცეპტუალური ჩარჩოს სამუშაო ვერსია

 

დემენციის ეროვნული სტრატეგიის ჩარჩო წარმოადგენს განვითარებად სამუშაო დოკუმენტს, რომელიც პროექტის ფარგლებში ეტაპობრივად მუშავდება პროფესიული განხილვების, შეხვედრებისა და მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე. გვერდზე წარმოდგენილია დოკუმენტის სამუშაო ვერსიები, რაც საშუალებას იძლევა თვალსაჩინო იყოს კონცეფციის შემუშავებისა და განვითარების პროცესი.

სამუშაო ვერსია 2 — განახლებული ვერსია

საქართველოში დემენციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პროგრამა 2027–2037 – კონცეფცია, ორგანიზაციული მოდელი და 10-წლიანი სამოქმედო გეგმა

ეს არის დოკუმენტის განახლებული და გაფართოებული სამუშაო ვერსია, რომელიც მომზადდა საწყისი კონცეპტუალური ჩარჩოს შემდგომი განვითარების, პროფესიული განხილვებისა და მიღებული მოსაზრებების გათვალისწინებით. ვერსია 2 უფრო დეტალურად განსაზღვრავს დემენციის ეროვნული პროგრამის ხედვასა და მიზნებს, მომსახურების ორგანიზაციულ მოდელს, ეროვნული და რეგიონული ქსელის სტრუქტურას, პროგრამის ძირითად მიმართულებებს, განხორციელებისა და მონიტორინგის მექანიზმებს და 2027–2037 წლების სამოქმედო გეგმას.

იხილეთ / ჩამოტვირთეთ სამუშაო ვერსია 2

დანართები:

დოკუმენტს თან ერთვის დანართები, რომლებიც წარმოადგენს სამუშაო ვერსია 2-ის შემადგენელ დამატებით მასალებს:

დანართი 1 – დემენცია როგორც ჯანდაცვის გამოწვევა

დანართი 2 – სოციალური მხარდაჭერა

დანართი 3 – გზა რომელსაც გადის პაციენტი დემენციით 

დანართი 4 – ძირითადი მომვლელის განტვირთვის მექანიზმები

დანართი 5 – საკანონმდებლო ინიციატივები 

ექსპერტული შეფასება და რეცენზირება:

სამუშაო ვერსია 2-ის შემუშავების პროცესში მიღებულ იქნა უკუკავშირი ექსპერტებისა და დაინტერესებული პირებისგან, რომლის შეჯამებული შედეგები და პროგრამულ დოკუმენტებში მათი ასახვა წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ დოკუმენტებში:

რეცენზენტთა შენიშვნების ანალიზი და მათი ასახვა პროგრამულ დოკუმენტებში

ექსპერტთა შეფასებების მოკლე დაიჯესტი


სამუშაო ვერსია 1 — საწყისი კონცეპტუალური ჩარჩო

ვერსია 1 წარმოადგენს დემენციის ეროვნული სტრატეგიის ჩარჩოს საწყის სამუშაო ვერსიას, რომელშიც ჩამოყალიბდა პროგრამის ძირითადი ხედვა, მისია, სტრატეგიული მიზნები და პრიორიტეტული მიმართულებები. დოკუმენტი შენარჩუნებულია გვერდზე, რათა ხელმისაწვდომი იყოს ეროვნული პროგრამის კონცეფციის შემუშავებისა და განვითარების ეტაპები.

იხილეთ / ჩამოტვირთეთ სამუშაო ვერსია 1

ახალი ზელანდიის დემენციის ეროვნული სამოქმედო გეგმა