დემენციის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები და დაავადების ტვირთი

ავტორი:დავით გიგინეიშვილის

დემენციის ეპიდემიოლოგია

დემენციის გავრცელება

  • ამჟამინდელი მაჩვენებელი: ალცჰაიმერის დაავადების საერთაშორისო საზოგადოების მონაცემებით 2021 წლისათვის პლანეტაზე 55 მილიონზე მეტი ადამიანი იყო დემენციით შეპყრობილი. ეს მოსახლეობის საერთო რაოდენობის სადღაც 1% წარმოადგენს.
  • სამომავლო მატება: მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დემენციის მქონე პაციენტთა რიცხვი გასამმაგდება 2050 წლისათვის და მიაღწევს 152 მილიონ ადამიანს. ასეთი სწრაფი ზრდა პირველ რიგში არის გამოწვეული საზოგადოების ხანდაზმული ნაწილის მატებით (სიცოცხლის ხანგრძლივობის მატების გამო), და ასევე იმით, რომ ასაკი არის დაავადების მნიშვნელოვანი და პირდაპირი რისკ ფაქტორი. მაგრამ ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ამჟამად მსოფლიო მასშტაბით დემენციით დიაგნოსტირებული არის დაავადებულთა მხოლოდ 25%, რაც განპირობებულია დაავადების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობით, კულტურული ან გეოგრაფიული სხვაობებით, მიუწვდომელი რესურსებითა და მომზადებული პროფესიონალების ნაკლებობით. აქედან, დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში დიაგნოსტიკური მოცულობა შეადგენს მხოლოდ 5-10% და სოფლად ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია (Prince M et al., 2011; Gauthier et al., 2021; Bradford A, et al., 2009). J.Morais (Gauthier et al., 2021) აღნიშნავს, რომ ადამიანური და ტექნოლოგიური შეზღუდვების გამო, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემისათვის დიდი გამოწვევაა დემენციის დროული დიაგნოზი.
  • რეგიონალური სხვაობა: დემენციის გავრცელება მნიშვნელოვნად განსხვავდება რეგიონებში. 2023 წელს ჩატარებული მეტა ანალიზის თანახმად, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს აქვთ ასაკ და სქეს შეჯერებული ახალი შემთხვევების (incidence) შედარებით დაბალი მაჩვენებლები დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებთან შედარებით (13.6 შემთხვევა 1,000 ადამიანი-წელიწადი 8.3 წინაამდეგ) (Vella AS et al., 2026). მიუხედავად იმისა, რომ მაღალ განვითარებულ ქვეყნებში დემენციის გავრცელება 65 წლის და მეტი ასაკის ადამიანებში აღწევს 8% (Starr JM, 2014; Haye S et al., 2023), დაახლოებით 60% ყველა ადამინების დემენციით ამჟამად ცხოვრობს საშუალო და დაბალი შემოსავლების ქვეყნებში (Prince M et al., 2013) და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი 71% პროცენტამდე ავა ამ რეგიონებში (ლათინური ამერიკა, აზიის ნაწილი) მოსახლეობის და სიცოცხლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი ზრდის გამო.

გავრცელების ტენდენციები

  • საერთო მატება: გავრცელების მაჩვენებლები ზოგადად იზრდება ყველა რეგიონში, რაც ასახავს მოსახლეობის დაბერების, გაუმჯობესებული დიაგნოზის (Zhu W et al., 2025) და პოტენციურად ცვალებად რისკ ფაქტორებზე ზემოქმედების ტენდენციას.
  • სწრაფი ზრდა: მოსალოდნელია, რომ ზრდის ტემპი დაჩქარდება უახლოეს ათწლეულებში, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. ეს არაპროპორციული ზრდა მნიშვნელოვან გამოწვევას უქმნის ჯანდაცვის სისტემებსა და საზოგადოებრივ რესურსებს და ხაზს უსვამს პრევენციული და ინტერვენციული სტრატეგიების აუცილებლობას დაავადების მომავალი ტვირთის შესამცირებლად (GDB 2019 Collaborators, 2022; Alshahrani M, et al., 2024).
  • მოდიფიცირებადი რისკ ფაქტორები: კვლევები ვარაუდობს, რომ გარემო ფაქტორებმა, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება (Best Rogowski CB et al., 2025), დაბალი განათლების დონე (McDowell I et al., 2007; McDowell I, 2023; Rosselli M, et al., 2022), სოციალური იზოლაცია (Shafighi K, et al., 2023) და მენტალური დარღვევები (Richmond-Rakerd LS, et al. 2022), შეიძლება ხელი შეუწყოს დემენციის გავრცელების ზრდას, რაც კიდევ უფრო ართულებს პრევენციისა და ინტერვენციის სტრატეგიებს.   მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ დემენციის მოდიფიცირებად რისკ ფაქტორებზე ზემოქმედებით და ელიმინაციით შესაძლებელი იქნება შემთხვევების დაახლოებით 40%-ს პრევენცია (Livington et al, 2020).

ადგილობრივი ვარიაციები:

  • დემოგრაფიული განსხვავებები: რეგიონებში გავრცელების მაჩვენებლები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ეთნიკური განსხვავებები და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა (Russ TC et al., 2012; Beydoun MA et al., 2022; Beydoun MA et al., 2023). ამ ადგილობრივი უთანასწორობის გააზრება გადამწყვეტია მიზნობრივი ინტერვენციებისა და რესურსების განაწილებისთვის.
  • ურბანიზაცია: დემენციის გავრცელების მაჩვენებელი სოფლად უფრო მაღალია ვიდრე ქალაქში, რაც მკვლევარების თვალსაზრისით შესაძლოა იყოს განპირობებული განათლების განსხვავებული დონით (Jia J et al., 2014). მაგრამ ჯანდაცვის რესურსების გამოყენება და შესაბამისად სამედიცინო დოკუმენტაციის სიჭარბე შეინიშნება ქალაქში სოფელთან შედარებით, სავარაუდოდ ცხოვრების სტილის ფაქტორებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის განსხვავებების გამო (Ferdows NB, 2021). 2000-დან 2010 წლამდე აშშ-ში ჩატარებული ფართომასშტაბიანმა კვლევამ, თუმცა გამოავლინა სოფლის ხანდაზმულებში უფრო დაბალი კოგნიტური მაჩვენებლები ქალაქელ თანატოლებთან შედარებით, უჩვენა, რომ მე-XX საუკუნის დასაწყისში საშუალო განათლებაში ჩადებულმა ინვესტიციამ საგრძნობლად აწია სოფლად მცხოვრებ პოპულაციაში კოგნიტური ჯანმრთელობა, კერძოდ საშუალო სკოლის დამთავრებულთა რიცხვი. ეს ნათლად აჩვენებს საშუალო განათლებაში ინვესტიციების გრძელვადიან საზოგადოებრივ ჯანდაცვის სარგებელს“, – დაასკვნეს მკვლევარებმა (Weden MA et al., 2018).
  • კულტურალური ფაქტორები: კულტურული შეხედულებები, ღირებულებები, ტრადიციები და გამოცდილება გავლენას ახდენს როგორც დემენციის მქონე ადამიანზე, ისე მის ოჯახსა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემასთან ურთიერთობაზე (Pachana NA & Gallagher-Thompson D., 2018). ამ კულტურული ნიუანსების აღიარება და პატივისცემა აუცილებელია დემენციის ეფექტური პრევენციის, შეფასების, მკურნალობისა და მოვლისათვის, ხოლო კულტურული კომპეტენცია უნდა გახდეს ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სისტემის ნაწილი.
 

დემენციის გავრცელება და ფაქტორები რომელიც მას განსაზღვრავს

  1. ასაკი.
    • დემენციის რისკი მნიშვნელოვნად მატულობს ასაკთან ერთად. ალცჰეიმერის ასოციაციის თანახმად, „65 წლის შემდეგ ალცჰეიმერის დაავადების რისკი ორმაგდება დაახლოებით ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ. 85 წლის შემდეგ ეს რისკი თითქმის მესამედს აღწევს“ (2024 Alzheimer’s disease facts and figures; AA 2026).
    • სხვა კვლევის თანახმად დემენციის სიხშირე მკვეთრად მატულობს ასაკთან ერთად, გავრცელება დაახლოებით 5%-ს შეადგენს პირებში 71-დან 79 წლამდე და დაახლოებით 37%-ს 90 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში (Plassman BL, et al., 2007)
  1. გენეტიკა: სპეციფიური გენური მუტაცია, როგორიცაა APOE-ε4 ალელი ზრდის დემენციის გარკვეული სახეობის განვითარების რისკს, კერძოდ ალცჰაიმერის დაავადების.
  2. ცხოვრების სტილი: მოდიფიცირებადი რისკ ფაქტორებს შორის, რომელსაც დემენციის განვითარებაში შეუძლია შეიტანოს წვლილი, მოიაზრება ალკოჰოლზე დამოკიდებულება, მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, სიმსუქნე, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, თამბაქოს მოწევა, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, დეპრესია, სმენის დაქვეითება, დაბალი სიმკვრივის ლიპიდების მაღალი დონე სისხლში, ჰაერის დაბინძურება და მხედველობის მკვეთრი დაქვეითება/დაკარგვა (Livingston G et al., 2024).
  3. განათლება: განათლების დაბალი დონე არის დაკავშირებული დემენციის მომატებულ რისკთან, რადგან ინტელექტის ვარჯიში ქმნის კოგნიტურ რეზერვს (შემეცნების მარაგს), რომელიც ხელს უშლის თავის ტვინის დეგენერაციული დაავადების სიმპტომების მანიფესტაციას (Stern Y et al., 1994; Meng X et al., 2012).
  4. გეოგრაფიული ვარიაციები: თუმცა გავრცელებული გლობალურად, დემენცია ავლენს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ვარიაციებს. განვითარებული ქვეყნებში მაჩვენებელი უკანასკნელ წლებში სტაბილობას განიცდის, მაშინ როდესაც დაბალი და საშუალო-შემოსავლის ქვეყნებში მოსალოდნელია მომდევნო დეკადებში დემენციის მქონე მოსახლეობის სწრაფი ზრდა.

 

დემენციის გავრცელების მატების რისკები საქართველოში

ზემოთ მოყვანილი ფაქტორებს შორის, რომელიც გავლენას ახდენს დემენციის გავრცელების ამჟამინდელ და მოსალოდნელ მაჩვენებლებზე საყურადღებოა დამატებითი ფაქტორები, რომელიც  განპირობებული ქვეყანაში არსებული უნიკალური გეოგრაფიულ-კულტურალური და სოციალური გარემოთი

  1. ქვეყნიდან მაღალი მიგრაციის ტალღა. მიგრაციის ტალთა, რომელიც ძირითადად ეკონომიური მიზეზებით არის განპირობებული, არაპროპორციულს ხდის მოსახლეობის ასაკოვან წარმოდგენას (რეპრეზენტაციას). ასაკოვანი პოპულაციის წილი არტიფიციალურად იზრდება შრომისუნარიანი საშუალო და ახალგაზრდა ასაკის გადინების ხარჯზე
  2. ინტელექტუალური და სტუდენტთა ფენის გადინება. ახალი და უკეთესი კარიერული პერსპექტივის იმედით ქვეყნიდან გაედინება მაღალ ინტელექტუალური და პოტენციურად ინტელექტუალური (სტუდენტები, მაგისტრები) მოქალაქეები. ეს განათლებული ან განათლების გაგრძელების სურვილით განწყობილი შრომისუნარიანი ფენის მკვეთრი შემცირება აქვეითებს იმ კოგნიტურ რეზერვს რაც ხელს უწყობს დემენციის კლინიკური გამოვლენის გადავადებას. შესაბამისად კლებულობს მოსახლეობის ნეიროპროტექციული პოტენციალი, რომლის გამოყენება წარმოადგენს დემენციის პრევენციის შესაძლებლობას
  3. ინტელექტუალური პროფესიების მოთხოვნის შემცირება. სოციო-ეკონომიური გარდამავალი პერიოდის პირობებში ინტელექტუალური პროფესიით მოთხოვნა სამუშაო ბაზარზე არის მკვეთრად შემცირებული, რაც ხელს უწყობს წარსულში ინტელექტუალური შრომით დაკავებულთა პირების გადადინებას ნაკლებად ინტელექტუალური შრომით პროფესიებში. ეს ამცირებს ინტელექტულაური დატვირთვით გამოწვეულ ნეიროპროტექციის პოტენციალს და ზრდის კოგნიტური დეფიციტის განვითარების რისკს ამ პოპულაციაში.

 

დემენციის ტვირთი

დემენცია არის სინდრომი, რომელიც მრავალი აშლილობის დროს გვხვდება და ხასიათდება მნიშვნელოვანი პროგრესული კოგნიტური დაქვეითებით, რომელიც გავლენას ახდენს მეხსიერებაზე, ფიქრისა და მსჯელობის უნარზე, და ყოველდღიურ საქმიანობაზე.  დემენციის მქონე პირის მენტალური დაქვეითება როგორც წესი შეუქცევადი პროცესია და იგი მნიშვნელოვნად ამცირებს ცხოვრების ხარისხს. დემენცია წარმოადგენს დიდ გამოწვევას საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის და ამას მრავალი მიზეზი გააჩნია.

  1. გავრცელების ზრდა და კლინიკური სპექტრის სიმძიმე. დაბერებასთან ერთად პირთა რაოდენობა დემენციით სწრაფად იზრდება. ამჟამად, გლობალურად, 55 მილიონს აქვს დემენციის დიაგნოზი და კვლევები ვარაუდობს რომ 2050 წლისათვის რიცხვი გასამმაგდება (Gauthier et al., 2021; GBD 2019, 2022). დემენციის სპექტრი ვარირებს მსუბუქი კოგნიტური დარღვევისაგან მძიმე დემენციამდე, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ყოველდღიურ ცხოვრებას, დამოუკიდებელ არსებობას და კეთილდღეობას.
  2. გავლენა ინდივიდის კეთილდღეობაზე.
    • დამოუკიდებელი ცხოვრების უნარის დაკარგვა – რადგან დემენცია ახდენს გავლენას მეხსიერებაზე, მსჯელობაზე, გადაწყვეტილების მიღების უნარზე, პირი დამოკიდებული ხდება სხვაზე ყოველდღიური აქტივობის შესრულებისაც კი: კერძოდ, არ შეუძლია მზარეულობა, ფინანსების მართვა და პირადი ჰიგიენის დაცვა და ა.შ.
    • თანხლებული ქრონიკული დაავადებები: პაციენტებს დემენციით ხშირად სხვა ქრონიკული დაავადებები ახლავთ – კერძოდ, ჰიპერტონია, გულის დაავადება, დიაბეტი ან ინსულტი, რაც დამატებით ამძიმებს მათ მოვლას და მეტად დამოკიდებულს ხდის სხვებზე (Lanctôt KL, et al., 2023; AA 2026). ასევე მატულობს დაცემისა და ტრავმატიზაციის რისკი:  ყურადღებისა და მეხსიერების დაქვეითებამ შეიძლება გაზარდოს ტრავმატული დაზიანების რისკი, რაც უარყოფითად მოქმედებს საერთო ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე (Zhang et al., 2022).
    • მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება: ფსიქიკური სიმპტომები/დარღვევები (შფოთვა, დეპრესია, აპატია, გაღიზიანება) შეიძლება გამოვლინდეს დემენციის გარკვეული ფენოტიპების დროს როგორც მისი განუყრელი ნაწილი (ფრონტოტემპორალური ან ლევი სხეულაკების დემენცია) ან პირიქით, წინ უსწრებდეს დემენციის განვითარებას (დეპრესია, შიზოფრენია), ამასთანავე ბევრი ფსიქიატრიული აშლილობა ართულებს დემენციის მიმდინარეობას დისტრესის და ინვალიდობის გამწვავებით ან დამატებით. (Onyike CU, 2016). დემენციის დროს ფსიქიატრიული სიმპტომების ამოცნობა და შეფასება, რაც ხელს უწყობს დემენციის შემთხვევების გამოვლენას, მნიშვნელოვანია პაციენტებისა და მათი ოჯახების მოვლის საჭიროებების განსაზღვრისთვის და ინდივიდუალური თერაპიის განსაზღვრისათვის.
    • მაღალი სიკვდილიანობის რისკი. 2016 წელს დემენცია გლობალურად იყო სიკვდილიანობის მეხუთე მიზეზი (GBD 2016, 2019) გულის იშემიური დაავადების, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევისა და იშემიური ინსულტის შემდეგ. შესაბამისად მოსახლეობაში 70 წლის ზევით იგი იყო სიკვდილიანობის მეორე მიზეზი გულის იშემიური დაავადების შემდეგ. შვედეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, დემენციის გამოწვეული სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი დაახლოებით 2-ჯერ მაღალი იყო (115,02 vs 60.59/1000 ადამიან-წელიწადი) შესაბამისი ასაკის შვედეთის ზოგად პოპულაციურ მაჩვენებელთან შედარებით (Xu H et al., 2021).
  3. ტვირთი ჯანდაცვის სისტემაზე:
    • მატულობს ჯანდაცვის სისტემის გამოყენება. პირები დემენციით საჭიროებენ მეტ კონსულტაციებს, ჰოსპიტალიზაციას და ხანგრძლივ მოვლას, რაც დიდ ჯაფად აწვება ჯანდაცვის რესურსებს და მატებს ხარჯებს;
    • მოთხოვნა სპეციალიზირებულ მოვლაზე პაციენტებისათვის დემენციით საგრძნობლად მატულობს, რაც გულისხმობს გაწვრთნილ სამედიცინო პერსონალს და დემენციის  მოვლის სპეციალიზირებულ სამსახურებს;
    • პირდაპირი გავლენა ოჯახის წევრებზე: ოჯახის წევრები ხშირად უწევენ პირველად დახმარებას პაციენტებისათვის დემენციით, რაც უარყოფითად მოქმედებს მათ კეთილდღეობაზე და შრომისუნარიანობაზე ფიზიკური და ემოციური დატვირთვის გამო. (Brodaty H, Donkin M., 2009; Lindeza P, et al., 2020; Sörensen S, Conwell Y., 2011). ალცჰაიმერის ასოციაციის თანახმად 2025 წელს აშშ-ში 12.7 მილიონი ადამიანი უწევდა პატრონაჟს 7.2 მილიონს დემენციით. მომვლელების პროფესიული პროდუქტიულობა და პროფესიული შრომით დაკავებულობა შესაბამისად კლებულობს. 2025 წელს მომვლელებმა დემენციის მქონე პაციენტზე 19.6 მილიარდი საათი დახარჯეს, რაც ეკონომიური თვალსაზრისით 446 მილიარდ დოლარად შეფასდა, ეს კი 17-ჯერ მეტია მაკდონალდსის 2024 წლის მთლიან შემოსავალზე (25.9 მილიარდი დოლარი) (AA 2026b).
  4. სოციალური გავლენა.
    • პროფესიული საქმიანობის პროდუქტიულობის კლება: ადრეულმა გასვლამ პენსიაზე ან სამუშაო მოცულობის შემცირებამ დემენციის გამო შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს ეროვნულ ეკონომიკაზე და სამუშაო ძალის პროდუქტიულობაზე. კერძოდ, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკისა და ბიზნესის შესწავლის ცენტრის თანახმად, 2019 წელს საშუალოდ 47000 ადამიანი დემენციით წარმოადგენდა სამუშაო ძალას. მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების დაკარგვა სავარაუდოდ ინგლისურ ბიზნესს 1 მილიარდ ფუნტზე მეტი დაუჯდება (CEBR, 2019). ასევე გამოვლინდა სოციალური ურთიერთობების შეზღუდვის ტენდენცია: ავადმყოფები ერიდებიან მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობას, როგორც პირდაპირს, ასევე კომუნიკაციის საშუალებებით (Hackett RA, et al., 2019).
    • ეკონომიური ტვირთი: საზოგადოებისათვის დემენციის საფასური, რაც მოიცავს ჯანდაცვის ხარჯებს, ხანგრძლივ-მოვლას, პროდუქტიულობის დაქვეითებას არის საგრძნობი და მოსალოდნელია მისი მნიშვნელოვანი ზრდა მომავალში; დემენციის მქონე პაციენტის მოვლა მოიცავს პირდაპირ (ინსტიტუციონალური და ჯიბიდან გაწეული ხარჯები პაციენტის მკურნალობისათვისა და მოვლისათვის) და არაპირდაპირ (არაფორმალურ) ხარჯებს. უკანასკნელი გამოითვლება იმის გათვალისწინებით (opportunity cost), თუ რამდენ შემოსავალს მიიღებდა მომვლელი, რომ მოვლის ნაცვლად დაკავებული ყოფილიყო თავის პროფესიით.  ალტერნატიული გამოთვლის მეთოდია (replacement cost) შეაფასო ის ხარში, რაც გაწევდა ოჯახი რომ ნაცვლად საკუთარი ძალებისა დაექირავებინა პროფესიული მომვლელი (Engel L et al., 2021). ამის გარდა გასათვალისწინებელია ხარჯები იმ ზიანზე, რაც მოვლა ახდენს მომვლელის ჯანმრთელობაზე. ევროპის მასშტაბით პირდაპირი ხარჯები ერთ პაციენტზე დემენციით წელიწადში მერყეობს 2687 ევროდან 15468 ევრომდე დამოკიდებული ქვეყანაზე და  მომვლელის მხრიდან დახარჯული დრო პაციენტის მოვლისათვის მერყეობს 0.9-5 საათამდე დღეში. არაფორმალურმა ხარჯებმა კი დაიკავა  საერთო ხარჯის  1-88.7% (Meijer E. et al., 2022). ინგლისში 2019 წელს ხარჯებმა სოციალური დახმარებისათვის პირებზე დემენციით დაიკავა 5.2 მილიარდი ფუნტი სახელმწიფო ჯანდაცვიდან და 8.3 მილიარდი ფუნტი თავად პაციენტის ჯიბიდან (Wittenberg R et al., 2019).
    • ხანდაზმულებზე ძალადობის შესაძლებლობა მატულობს: პაციენტები დემენციით არიან მოწყვლადი ფინანსური და ემოციური ძალადობის მიმართ, რაც ხაზს უსვამს დამცავი ზომების აუცილებლობას და საზოგადოების მხარდაჭერის გაზრდას.
  5. ინფორმირების ნაკლებობა და სტიგმა. საზოგადოებაში დემენციის ირგვლივ ინფორმაციისა და ცოდნის ნაკლებობას შეიძლება მივყავდეთ სტიგმამდე და იმ პირთა დისკრიმინაციამდე, რომლებსაც ეს მდგომარეობა გააჩნიათ, რაც ხელს უშლის მათ წვდომას სათანადო დახმარებაზე და მკურნალობაზე (DA, 2017). ადრეული გამოვლენა და ჩარევა გადამწყვეტია დემენციის ეფექტური მართვისთვის. თუმცა, სტიგმა და ინფორმირებულობის ნაკლებობა ხშირად აყოვნებს დიაგნოზს და აფერხებს სათანადო მკურნალობასა და მხარდაჭერაზე წვდომას (Low LF., Purwaningrum F., 2020; Alzheimer’s Association, 2023).

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Prince M, Bryce R, Ferri C. World Alzheimer Report 2011: The benefits of early diagnosis and intervention [Internet]. London: Alzheimer’s Disease International; 2011 [cited 2026 Nov 2]. Available from: https://www.alzint.org/u/WorldAlzheimerReport2011.pdf
  2. Murray, Christopher J. L., et al. “Global Burden of Disease Study 2019 (GBD-2019): The results.” The Lancet 395.10231 (2019): 1020-1045.
  3. Gauthier S, Rosa-Neto P, Morais JA, & Webster C. 2021. World Alzheimer Report 2021: Journey through the diagnosis of dementia. London, England: Alzheimer’s Disease International.
  4. Vella AS, Visontay R, Lipnicki DM, Nichols E, Steinmetz JD, et al; Cohort Studies of Memory in an International Consortium (COSMIC). Global Incidence of All-Cause Dementia: A Meta-Analysis. JAMA Neurol. 2026 Oct 12:e263540. 
  5. Starr JM. Changes in dementia prevalence: implications for public health. J R Coll Physicians Edinb. 2014;44(1):29.
  6. Haye S, Thunell J, Joyce G, Ferido P, Tysinger B, Jacobson M, Zissimopoulos J. Estimates of diagnosed dementia prevalence and incidence among diverse beneficiaries in traditional Medicare and Medicare Advantage. Alzheimers Dement (Amst). 2023 Aug 25;15(3):e12472.
  7. Prince M, Bryce R, Albanese E, Wimo A, Ribeiro W, Ferri CP. The global prevalence of dementia: a systematic review and metaanalysis. Alzheimers Dement. 2013 Jan;9(1):63-75.e2.
  8. Bradford A, Kunik ME, Schulz P, Williams SP, Singh H. Missed and delayed diagnosis of dementia in primary care: prevalence and contributing factors. Alzheimer Dis Assoc Disord. 2009 Oct-Dec;23(4):306-14.
  9. Zhu W, Yu X, Huang C, Deng S, Ren M, Li M, Zhou X, Shen Z, Cai G, Zhu X, Sun Z. Trends and inequalities in the global burden of alzheimer’s disease and other dementias, 1990-2021: a Chinese perspective. BMC Public Health. 2025 Aug 30;25(1):2977.
  10. GBD 2019 Dementia Forecasting Collaborators. Estimation of the global prevalence of dementia in 2019 and forecasted prevalence in 2050: an analysis for the Global Burden of Disease Study 2019. Lancet Public Health. 2022 Feb;7(2):e105-e125.
  11. Alshahrani M, Sabatini S, Mohan D, Brain J, Pakpahan E, Tang EYH, Robinson L, Siervo M, Naheed A, Stephan BCM. Dementia risk prediction modelling in low- and middle-income countries: current state of evidence. Front Epidemiol. 2024 Sep 18;4:1397754.
  12. Best Rogowski CB, Bredell C, Shi Y, Tien-Smith A, Szybka M, Fung KW, Hong L, Phillips V, Jovanovic Andersen Z, Sharp SJ, Woodcock J, Brayne C, Navaratnam A, Khreis H. Long-term air pollution exposure and incident dementia: a systematic review and meta-analysis. Lancet Planet Health. 2025 Jul;9(7):101266.
  13. McDowell I, Xi G, Lindsay J, Tierney M. Mapping the connections between education and dementia. J Clin Exp Neuropsychol. 2007 Feb;29(2):127-41. 
  14. McDowell I (2023) Mapping the connections between education and the risk of dementia. Ann Alzheimers Dement Care. 2023; 7(1): 1-7.
  15. Rosselli M, Uribe IV, Ahne E, Shihadeh L. Culture, Ethnicity, and Level of Education in Alzheimer’s Disease. Neurotherapeutics. 2022;19(1):26-54.
  16. Shafighi K, Villeneuve S, Rosa Neto P, Badhwar A, Poirier J, Sharma V, Medina YI, Silveira PP, Dube L, Glahn D, Bzdok D. Social isolation is linked to classical risk factors of Alzheimer’s disease-related dementias. PLoS One. 2023 Feb 1;18(2):e0280471.
  17. Richmond-Rakerd LS, D’Souza S, Milne BJ, Caspi A, Moffitt TE. Longitudinal Associations of Mental Disorders With Dementia: 30-Year Analysis of 1.7 Million New Zealand Citizens. JAMA Psychiatry. 2022 Apr 1;79(4):333-340. 
  18. Livingston G, Huntley J, Sommerlad A, Ames D, Ballard C, Banerjee S, Brayne C, Burns A, Cohen-Mansfield J, Cooper C, Costafreda SG, Dias A, Fox N, Gitlin LN, Howard R, Kales HC, Kivimäki M, Larson EB, Ogunniyi A, Orgeta V, Ritchie K, Rockwood K, Sampson EL, Samus Q, Schneider LS, Selbæk G, Teri L, Mukadam N. Dementia prevention, intervention, and care: 2020 report of the Lancet Commission. Lancet. 2020 Aug 8;396(10248):413-446.
  19. Russ TC, Batty GD, Hearnshaw GF, Fenton C, Starr JM. Geographical variation in dementia: systematic review with meta-analysis. Int J Epidemiol. 2012 Aug;41(4):1012-32.
  20. Beydoun MA, Beydoun HA, Banerjee S, Weiss J, Evans MK, Zonderman AB. Pathways explaining racial/ethnic and socio-economic disparities in incident all-cause dementia among older US adults across income groups. Transl Psychiatry. 2022 Nov 15;12(1):478.
  21. Beydoun MA, Beydoun HA, Fanelli-Kuczmarski MT, Weiss J, Georgescu MF, Meirelles O, Lyall DM, Evans MK, Zonderman AB. Pathways explaining racial/ethnic and socio-economic disparities in dementia incidence: the UK Biobank study. Aging (Albany NY). 2023 Sep 25;15(18):9310-9340.
  22. Jia J, Wang F, Wei C, Zhou A, Jia X, Li F, Tang M, Chu L, Zhou Y, Zhou C, Cui Y, Wang Q, Wang W, Yin P, Hu N, Zuo X, Song H, Qin W, Wu L, Li D, Jia L, Song J, Han Y, Xing Y, Yang P, Li Y, Qiao Y, Tang Y, Lv J, Dong X. The prevalence of dementia in urban and rural areas of China. Alzheimers Dement. 2014 Jan;10(1):1-9.
  23. Ferdows NB, Rural and Urban Difference in Longitudinal Trends in Prevalence of Dementia in Medicare Claims and Survey Data, Innovation in Aging, Volume 5, Issue Supplement_1, 2021, Page 18, https://doi.org/10.1093/geroni/igab046.063
  24. Weden MM, Shih RA, Kabeto MU, Langa KM. Secular Trends in Dementia and Cognitive Impairment of U.S. Rural and Urban Older Adults. Am J Prev Med. 2018 Feb;54(2):164-172.
  25. Kivipelto, Marko, et al. “Urbanization and dementia risk: A review of the literature.”The International Journal of Gerontology
  26. Alzheimer’s Disease International (ADI). World Alzheimer Report 2011: The benefits of early diagnosis and intervention. World Alzheimer Report 2011. 2011.
  27. Pachana N.A. & Gallagher-Thompson. The Importance of Attention to Cultural Factors in the Approach to Dementia Care Services for Older Persons, Clinical Gerontologist, 2018 41:3, 181- 83,
  28. 2024 Alzheimer’s disease facts and figures. Alzheimers Dement. 2024 May;20(5):3708-3821.
  29. Alzheimer’s Association. (2026, June 15). What are the Causes and Risk Factors of Alzheimer’s and Other Dementias? https://www.alz.org/alzheimers-dementia/what-is-alzheimers/causes-and-risk-factors
  30. Plassman BL, Langa KM, Fisher GG, Heeringa SG, Weir DR, Ofstedal MB, Burke JR, Hurd MD, Potter GG, Rodgers WL, Steffens DC, Willis RJ, Wallace RB. Prevalence of dementia in the United States: the aging, demographics, and memory study. Neuroepidemiology. 2007;29(1-2):125-32.
  31. Livingston G, Huntley J, Liu KY, Costafreda SG, Selbæk G, Alladi S, Ames D, Banerjee S, Burns A, Brayne C, Fox NC, Ferri CP, Gitlin LN, Howard R, Kales HC, Kivimäki M, Larson EB, Nakasujja N, Rockwood K, Samus Q, Shirai K, Singh-Manoux A, Schneider LS, Walsh S, Yao Y, Sommerlad A, Mukadam N. Dementia prevention, intervention, and care: 2024 report of the Lancet standing Commission. Lancet. 2024 Aug 10;404(10452):572-628. 
  32. Stern Y, Gurland B, Tatemichi TK, Tang MX, Wilder D, Mayeux R. Influence of education and occupation on the incidence of Alzheimer’s disease. JAMA. 1994 Apr 6;271(13):1004-10.
  33. Meng X, D’Arcy C. Education and dementia in the context of the cognitive reserve hypothesis: a systematic review with meta-analyses and qualitative analyses. PLoS One. 2012;7(6):e38268.
  34. Gauthier S, Rosa-Neto P, Morais JA, & Webster C. 2021. World Alzheimer Report 2021: Journey through the diagnosis of dementia. London, England: Alzheimer’s Disease International.
  35. GBD 2016 Dementia Collaborators. Global, regional, and national burden of Alzheimer’s disease and other dementias, 1990–2016: a systematic analysis for the Global Burden of Disease Study 2016. Lancet Neurol. 2019 Jan;18(1):88-106.
  36. GBD 2019 Dementia Forecasting Collaborators. Estimation of the global prevalence of dementia in 2019 and forecasted prevalence in 2050: an analysis for the Global Burden of Disease Study 2019. Lancet Public Health. 2022 Feb;7(2):e105-e125.
  37. Lanctôt KL, Hahn-Pedersen JH, Eichinger CS, Freeman C, Clark A, Tarazona LRS, Cummings J. Burden of Illness in People with Alzheimer’s Disease: A Systematic Review of Epidemiology, Comorbidities and Mortality. J Prev Alzheimers Dis. 2023 Jun 1:1–11.
  38. Alzheimer’s Association. (2026, June 15). Chronic diseases and Dementia. https://www.alz.org/professionals/public-health/public-health-topics/chronic-diseases
  39. Zhang L, Wang J, Dove A, Yang W, Qi X, Xu W. Injurious falls before, during and after dementia diagnosis: a population-based study. Age Ageing. 2022 Dec 5;51(12):afac299.
  40. Onyike CU. Psychiatric Aspects of Dementia. Continuum (Minneap Minn). 2016 Apr;22(2 Dementia):600-14.
  41. Xu H, Garcia-Ptacek S, Jonsson L, et al. Long-term effects of cholinesterase inhibitors on cognitive decline and mortality. Neurology. 2021; 96(17):e2220–e2230.
  42. Brodaty H, Donkin M. Family caregivers of people with dementia. Dialogues Clin Neurosci. 2009;11(2):217-28.
  43. Lindeza P, Rodrigues M, Costa J, et alImpact of dementia on informal care: a systematic review of family caregivers’ perceptions. BMJ Support Palliat Care. 2020 Oct 14:bmjspcare-2020-002242.
  44. Sörensen S, Conwell Y. Issues in dementia caregiving: effects on mental and physical health, intervention strategies, and research needs. Am J Geriatr Psychiatry. 2011 Jun;19(6):491-6.
  45. 2026 Alzheimer’s disease facts and figures. Alzheimer’s Dement. 2026 Apr 21;22(4):e71345.
  46. The economic cost of dementia to English businesses – 2019 update. A report for Alzheimer’s Society. https://www.alzheimers.org.uk/sites/default/files/2019-09/The%20economic%20cost%20of%20dementia%20to%20English%20businesses%20-%20edited.pdf
  47. Hackett RA, Steptoe A, Cadar D, Fancourt D. Social engagement before and after dementia diagnosis in the English Longitudinal Study of Ageing. PLoS One. 2019 Aug 1;14(8):e0220195.
  48. Engel L, Ajdukovic M, Bucholc J, McCaffrey N. Valuation of Informal Care Provided to People Living With Dementia: A Systematic Literature Review. Value Health. 2021 Dec;24(12):1863-1870.
  49. Meijer E, Casanova M, Kim H, Llena-Nozal A, Lee J. Economic costs of dementia in 11 countries in Europe: Estimates from nationally representative cohorts of a panel study. Lancet Reg Health Eur. 2022 Jun 24;20:100445.
  50. Wittenberg R, Hu B, Luis Barraza-Araiza L, Rehill A. Projections of older people with dementia and costs of dementia care in the United Kingdom, 2019–2040, CPEC, 2019. https://www.alzheimers.org.uk/sites/default/files/2019-11/cpec_report_november_2019.pdf
  51. Dementia Australia. Awareness and understanding of dementia in Australia, 2017. https://www.dementia.org.au/sites/default/files/media/2017-IPSOS-report.pdf
  52. Low, LF., Purwaningrum, F. Negative stereotypes, fear and social distance: a systematic review of depictions of dementia in popular culture in the context of stigma. BMC Geriatr. 2020 Nov 17;20(1):477.
  53. Alzheimer’s Association. Alzheimer’s in the workplace: a double challenge 2023 https://www.alz.org/co/news/alzheimers-in-the-workplace-a-double-challenge

ახალი ზელანდიის დემენციის ეროვნული სამოქმედო გეგმა