რა განასხვავებს ნორმალურ დაბერებას დემენციისაგან?
ტიპური დაბერება თუ ალცჰაიმერის დაავადება?
ავტორი: ოსტინ მაკკი
https://www.txalz.org/blog/spotting-the-difference-typical-aging-or-alzheimers/
დაბერება ბუნებრივად იწვევს ცვლილებებს ჩვენს აზროვნებაში, მაგრამ როგორ შეგვიძლია გავიგოთ, როდის მიუთითებს ეს ცვლილებები უფრო სერიოზულ რამეზე? მაშინ როდესაც ინფორმაციის დამუშავების სიჩქარის უმნიშვნელო შენელება დაბერების ნორმალური ნაწილია, დემენცია – არ არის ნორმალური დაბერება. სირთულე მდგომარეობს ასაკთან დაკავშირებული ტიპური ცვლილებებისა და დემენციის ადრეული ნიშნების გარჩევაში. იმის გამო, რომ დემენციის ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება ბუნებრივ დაბერებას ჰგავდეს, ბევრი შემთხვევა დიაგნოზირებული არ არის მანამ, სანამ დაავადება არ პროგრესირებს.[1] თუმცა, არსებობს წვრილმანი განსხვავებები, რომელთა ადრეული ამოცნობის შემთხვევაში, შეიძლება მიგვიყვანოს დროულ ჩარევამდე, უკეთეს მოვლამდე და სტრატეგიებამდე, რამაც დაავადების პროგრესირების შენელებას შეიძლება ხელი შეუწყოს.
ამ ტექსტში ჩვენ განვიხილავთ შვიდ ძირითად სფეროს, სადაც ხშირად ვლინდება კოგნიტური ცვლილებები, ხაზს ვუსვამთ ნორმალურ დაბერებასა და დემენციასთან დაკავშირებულ დაავადებებს, განსაკუთრებით ალცჰაიმერის დაავადებას შორის არსებულ მნიშვნელოვან განსხვავებებს.
ეს სფეროები მოიცავს:
მეხსიერების ბლოკი
მეხსიერება არის ის, თუ როგორ იღებს, ინახავს და იხსენებს ტვინი ინფორმაციას. მეხსიერების სამი ძირითადი ტიპი არსებობს – სენსორული, მოკლევადიანი და გრძელვადიანი.[2]
სენსორული მეხსიერება მეხსიერების დამუშავების პირველი ეტაპია. ეს ეტაპი სწრაფად იჭერს დეტალურ ინფორმაციას ადამიანის გარემოდან. თუმცა, მხოლოდ მცირე ნაწილი გადაეცემა მოკლევადიან მეხსიერებას შემდგომი დამუშავებისთვის.[3]
მოკლევადიანი მეხსიერება, ასევე ცნობილი როგორც აქტიური მეხსიერება, არის ის ადგილი, სადაც ჩვენ ვინახავთ ყოველდღიურ დეტალებს – მაგალითად, რა მივირთვით საუზმეზე ან სად დავტოვეთ მანქანის გასაღებები.[4] ალცჰაიმერის დაავადების დროს, მოკლევადიანი მეხსიერება ხშირად ერთ-ერთი პირველი სფეროა, რომელიც კლებულობს.[5] მისი გაქრობისას, მარტივი ყოველდღიური (რუტინული) ქმედებები კი შეიძლება გახდეს უცხო და იმედგაცრუების მომგვრელი, რაც ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებას.
გრძელვადიანი მეხსიერება ჩვენი წარსული გამოცდილების, ცოდნისა და უნარების საცავის როლს ასრულებს – იცავს ინფორმაციას წლების, თუნდაც ათწლეულების განმავლობაში, სანამ არ დაგვჭირდება.[6] ალცჰაიმერის დროს, ეს მოგონებები ხშირად ხელუხლებელი რჩება ადრეულ და შუა სტადიებზე, ხოლო ბოლოდროინდელი მოგონებები პირველი ქრება.[7] სწორედ ამიტომ, ალცჰაიმერის დაავადების მქონე პირებს შეიძლება ნათლად ახსოვდეთ ახალგაზრდობის მომენტები, ზოგჯერ კი საკუთარ თავს ახალგაზრდობაშიც კი აღიქვამენ, ხელახლა უკავშირდებიან იმ დროს, როდესაც ცხოვრება უფრო ნაცნობი და უსაფრთხო იყო.
დავიწყება
ტიპური დაბერება: ზოგჯერ ნივთების დაკარგვა, მაგრამ, როგორც წესი, მათი პოვნა განვლილი გზაზე დაბრუნების შედეგად.
ადრეული ალცჰაიმერი: ნივთების უჩვეულო ადგილებში განთავსება, მაგალითად, გასაღებების მაცივარში ჩადება და ბოლო მოვლენების გახსენების სირთულე, შეხსენებების მიუხედავად.
ინფორმაციის გახსენება
ტიპიური დაბერება: სახელების ან დეტალების გახსენებას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ მოთმინებით ან მინიშნებით ჩნდება.
ადრეული ალცჰაიმერი: ერთი და იგივე კითხვების განმეორებით დასმა, ბოლო საუბრების დავიწყება და ხშირად შეხსენებების საჭიროება ოდესღაც ნაცნობი ინფორმაციისთვის.
მეხსიერების ჩავარდნები
ტიპური დაბერება: ხანმოკლე დავიწყება, მაგალითად, იმის დავიწყება, თუ რატომ შეხვედით ოთახში, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ახსოვთ.
ადრეული ალცჰაიმერი: მეხსიერების ხშირი ჩავარდნები, როგორიცაა დღის ან ნაცნობ ადგილას ყოფნის მიზეზი.
უნარების შენარჩუნება
ტიპური დაბერება: კარგად გაწვრთნილი უნარები ხელუხლებელი რჩება ხანდახან მცირე შეცდომების მიუხედავად.
ადრეული ალცჰაიმერი: ოდესღაც ნაცნობი საქმეების შესრულება, როგორიცაა საჭმლის მომზადება ან გადასახადის გადახდა მეტ მხარდაჭერასა და ინსტრუქციებს საჭიროებს.
საუბარზე თვალყურის დევნა
ტიპური დაბერება: ზოგჯერ საუბარზე ყურის მიდევნების დაკარგვა, მაგრამ მისი ხელახლა აღორძინება.
ადრეული ალცჰაიმერი: საუბარზე ყურის მიდევნების, წინადადებების გამეორების ან სიტყვების უფრო ხშირად პოვნის სირთულე.
ენა
ენა ჩვენი ინსტრუმენტია აზრების, იდეებისა და ემოციების გამოსახატავად. ალცჰაიმერის დროს, ტვინის ის უბნები, რომლებიც პასუხისმგებელია ენის დამუშავებაზე – ძირითადად საფეთქლის და კეფის წილები – თანდათან ზიანდება. დაავადების პროგრესირებასთან ერთად, ამან შეიძლება ინდივიდებისთვის სულ უფრო რთული გახადოს სწორი სიტყვების პოვნა, საუბრების თვალყურის დევნება ან ნათქვამის გაგება.[8]
სიტყვების მოძიება/ლექსიკა
ტიპური დაბერება: ზოგჯერ უჭირთ სიტყვის გახსენება, განსაკუთრებით ნაკლებად გავრცელებული სიტყვების, მაგრამ საერთო ლექსიკა სტაბილური რჩება.
ადრეული ალცჰაიმერი: ხშირად უჭირთ გავრცელებული სიტყვების პოვნა და წინადადების შუაში ჩვეულებრივზე დიდხანს პაუზობენ. ხშირად ბუნდოვან ტერმინებს იყენებს, როგორიცაა „კერძის მომზადების ობიექტი“ „ღუმელის“ ნაცვლად.
საუბარზე თვალყურის მიდევნება
ტიპური დაბერება: შეიძლება ხანმოკლედ გაუწყდეს საუბრის ძაფი, თუმცა შეუძლია კონტექსტის ხელახლა აღქმა.
ადრეული ალცჰაიმერი: იზრდება ტემპის შენარჩუნების სირთულე და გამეორების საჭიროება, განსაკუთრებით სწრაფი ტემპის ან ჯგუფური დისკუსიების დროს.
ამბავის მოთხრობა
ტიპიური დაბერება: ზოგჯერ ივიწყებს უმნიშვნელო დეტალებს, მაგრამ ინარჩუნებს მკაფიო და ლოგიკურ დინებას.
ადრეული ალცჰაიმერი: ისტორიები ხდება არაორგანიზებული, განმეორებითი დეტალებით, აკლია ძირითადი პუნქტები ან აჟერებს რეალურ მოგონებებს სხვაგან ნანახ ან მოსმენილ ამბებით.
პრობლემების გადაჭრა და დაგეგმვა
პრობლემების გადაჭრა და დაგეგმვა მოიცავს სიტუაციების შეფასებას, მრავალი ვარიანტის განხილვას და შესაბამისი ქმედებების განხორციელებას ლოგიკური ნაბიჯების გადადგმვით [9]. ეს უნარები აუცილებელია ყოველდღიური ცხოვრებისთვის, იქნება ეს მარტივი ამოცანებისთვის, როგორიცაა სარეცხის რეცხვა თუ უფრო რთული ამოცანებისთვის, როგორიცაა გადასახადების მართვა. ყოველდღიური საქმიანობა, როგორიცაა რეცეპტის შესრულება, სასურსათო პროდუქტების შეძენა ან ჩაცმა, შეიძლება მარტივი მოგეჩვენოთ, მაგრამ ისინი ეყრდნობა ტვინის უნარს, დააწესოს პრიორიტეტები და მიიღოს გონივრული გადაწყვეტილებები.
რთული ამოცანების მართვა
ტიპური დაბერება: რთულ აქტივობებს შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ მაინც შეიძლება წარმატებით დასრულდეს.
ადრეული ალცჰაიმერი: შესამჩნევი შეცდომები ხდება მრავალსაფეხურიანი ამოცანების შესრულებისას, როგორიცაა რეცეპტის შესრულება, რაც იწვევს იმედგაცრუებას და გუნებაგანწყობის დაქვეითებას.
ფინანსური მენეჯმენტი
ტიპური დაბერება: ზოგჯერ ივიწყებენ ანგარიშის დროულად გადახდას, მაგრამ შეცდომას სწრაფად აღმოაჩენენ და გამოასწორებენ.
ადრეული ალცჰაიმერი: ფინანსების მართვასთან დაკავშირებული სირთულეები, როგორიცაა გადასახადების გადაუხდელობა ან უჩვეულო შესყიდვების განხორციელება, რაც ხშირად იწვევს ფინანსურ დეზორგანიზაციას.
ინსტრუქციების დაცვა
ტიპური დაბერება: შეუძლია მრავალსაფეხურიანი მითითებების შესრულება, თუმცა ფოკუსირების შესანარჩუნებლად შეიძლება ცოტა მეტი დრო ან ძალისხმევა დასჭირდეს.
ადრეული ალცჰაიმერი: ნაცნობი ამოცანების შესრულების სირთულეები, როგორიცაა სარეცხის რეცხვა, რაც იწვევს განმეორებით შეცდომებს ან დაუსრულებელ ნაბიჯებს.
ყოველდღიური რუტინის შენარჩუნება
ტიპური დაბერება: ინარჩუნებს რეგულარულ ყოველდღიურ ჩვევებს, ხანდახან ხარვეზებით, რომლებიც ადვილად გამოსწორებადია.
ადრეული ალცჰაიმერი: რუტინული აქტივობების დავიწყება, როგორიცაა მედიკამენტების მიღება, და ხშირი შეხსენებების ან დახმარების საჭიროება რომ არ გადაუხვიოს გზიდან.
რუტინულ ცვლილებებთან ადაპტაცია
ტიპური დაბერება: ადაპტაციას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, მაგრამ ადაპტაცია შესაძლებელია დამშვიდებისა და შეხსენებების გამოყენებით.
ადრეული ალცჰაიმერი: განიცდის სიძნელეებს ცვლილებებისადმი რუტინულ განრიგში, ხშირად ახალი სიტუაციების გამო დაბნეულობის ან დისტრესის შეგრძნება.
ორიენტაცია
ორიენტაცია გულისხმობს ინდივიდის მიერ გარემოს ძირითადი ასპექტების გაცნობიერებას, მათ შორის ადგილის (სადაც ისინი იმყოფებიან), დროის (მიმდინარე დრო), პიროვნების (საკუთარი ვინაობის) და მოვლენის (რა ხდება მათ გარშემო) შესახებ. ალცჰაიმერის დაავადების პროგრესირებასთან ერთად, ორიენტაციის ეს სფეროები ხშირად ზიანდება, რაც იწვევს დაბნეულობას და დეზორიენტაციას.[10]
ადგილი
ტიპური დაბერება: ოთახში შესვლის მიზეზის ხანმოკლე დავიწყება ან უცნობ გარემოსთან შეგუების მომენტის საჭიროება, მაგრამ სწრაფად ორიენტაციის შეცვლა.
ადრეული ალცჰაიმერი: ნაცნობ ადგილებში დაკარგვა, მაგალითად, ცნობილ სასურსათო მაღაზიაში, და ორიენტაციის პოვნაში დახმარების საჭიროება.
დრო
ტიპური დაბერება: ზოგჯერ თარიღის დავიწყება, მაგრამ მისი გახსენება შეხსენებით.
ადრეული ალცჰაიმერი: ხშირად დროის აღქმის დაკარგვა, დღეების ან სეზონების არევა და გასული დროის გაზომვის სირთულე.
პიროვნება (თვითიდენტობა)
ტიპური დაბერება: ინარჩუნებს ვინაობის მკაფიო გაგებას, მათ შორის სახელს, ცხოვრების ძირითად დეტალებსა და ურთიერთობებს.
ადრეული ალცჰაიმერი: როგორც წესი, ინარჩუნებს ძირითად ვინაობას, მაგრამ შეიძლება გაუჭირდეს ისეთ დეტალებთან დაკავშირებით, როგორიცაა ასაკი, ოჯახში როლი ან მნიშვნელოვანი პირადი ისტორიის დავიწყება.
მოვლენა
ტიპური დაბერება: შეიძლება ხანდახან დასჭირდეს შეხსენებები გეგმების ან ბოლოდროინდელი საუბრების შესახებ, მაგრამ საქმის ყურშია მიმდინარე მოვლენებისა და იმის შესახებ, რაც ხდება მის გარშემო.
ადრეული ალცჰაიმერი: ხშირად იბნევა იმაში, თუ რა ხდება ამჟამად, შეიძლება ერთმანეთში აერიოს წარსული და აწმყო მოვლენები ან საერთოდ დაივიწყოს ბოლოდროინდელი მოვლენები.
განსჯა და მსჯელობა
განსჯა და მსჯელობა ეხება ადამიანის უნარს, შეაფასოს სიტუაციები, გადაჭრას პრობლემები და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები.[11] განსჯა გულისხმობს რისკების შეფასებას და შესაბამისი არჩევანის გაკეთებას, ხოლო მსჯელობა საშუალებას გვაძლევს ლოგიკურად ვიფიქროთ და ავწონ–დავწონოთ სხვადასხვა ვარიანტი.[12] [13] იქნება ეს საცობების თავიდან ასაცილებლად შემოვლითი გზით წასვლა თუ მანქანის გაყიდვის დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონ–დაწონვა, ძლიერი განსჯა და მსჯელობის უნარები გვეხმარება კრიტიკულად ვიფიქროთ და ყოველდღიური გამოწვევები გადავლახოთ. ალცჰაიმერის დაავადების მქონე პირებში განსჯის უნარი და მსჯელობა ქვეითდება და შეიძლება სარისკო ქცევამდე მიიყვანოს.
გადაწყვეტილების მიღება
ტიპური დაბერება: გადაწყვეტილების მიღებას უფრო მეტი დრო სჭირდება, მაგრამ ლოგიკური და გააზრებული რჩება.
ალცჰაიმერის ადრეული სტადია: არჩევანის გაკეთებასთან დაკავშირებული სირთულეები, უჩვეულო ან იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება.
პრობლემების გადაჭრა
ტიპური დაბერება: ზოგჯერ დამატებითი დრო ან მითითებები სჭირდება, მაგრამ შეუძლია პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა.
ალცჰაიმერის ადრეული სტადია: ახალი ან ოდნავ უცნობ სიტუაციებთან გამკლავების მზარდი სირთულე, მაგალითად, ახალი რეცეპტის შესრულებისას დაბნეულობა.
რისკების შეფასება
ტიპური დაბერება: საფრთხეების ამოცნობა და სარისკო სიტუაციების თავიდან აცილება.
ალცჰაიმერის ადრეული სტადია: სახიფათო არჩევანს აკეთებს, მაგალითად, ღუმელს ანთებულს ტოვებს ან ამინდისთვის შეუფერებლად იცვამს.
ფინანსების მართვა
ტიპური დაბერება: ფულის მართვის უფრო მარტივ მეთოდებს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ აგრძელებს გადასახადების ეფექტურად მართვას და ბიუჯეტის შედგენას.
ალცჰაიმერის ადრეული სტადია: გადასახადების გადახდასთან, ფულის დაკარგვასთან ან უჩვეულო შესყიდვებთან დაკავშირებული სირთულეების წინაშე დგას.
შედეგების გააზრება
ტიპური დაბერება: შეცდომებზე სწავლობს და შესაბამისად ასწორებს ქცევას.
ადრეული ალცჰაიმერი: იმეორებს შეცდომებს, როგორიცაა კარების ღიად დატოვება ან ფინანსების არასწორად მართვა.
განწყობა და ქცევა
განწყობა ეხება ადამიანის შინაგან ემოციურ მდგომარეობას, ხოლო ქცევა ასახავს, თუ როგორ გამოიხატება ეს განწყობა გარეგანი ქმედებებით. ალცჰაიმერის დაავადების დროს, განწყობა და ქცევა ხშირად უფრო გამოხატული ხდება ტვინში ცვლილებების გამო, რომლებიც გავლენას ახდენენ ემოციურ რეგულირებასა და კოგნიტურ ფუნქციაზე.[14] მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ სტადიებზე, ადამიანმა შეიძლება განიცადოს იმედგაცრუება ან დაბნეულობა (განწყობა) მეხსიერების დაკარგვის ან ყოველდღიური ამოცანების შესრულების გაზრდილი სირთულის გამო. ამ გრძნობებმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ქცევები, როგორიცაა გაღიზიანება, აგზნება ან სოციალური ურთიერთობებისგან გარიყვა.
განწყობა
ტიპური დაბერება: განწყობის პერიოდული ცვლილებები სტრესის ან ცხოვრებისეული მოვლენების გამო.
ადრეული ალცჰაიმერი: განწყობის უფრო ინტენსიური, მუდმივი ცვლილებები, რომლებიც გამოწვეულია დაბნეულობით ან იმედგაცრუებით.
სტრესზე რეაგირება
ტიპური დაბერება: შეიძლება იგრძნოს იმედგაცრუება ან შფოთვა, მაგრამ ეფექტურად უმკლავდება.
ადრეული ალცჰაიმერი: ადვილად ფრუსტრირდება ან იკეტება, განსაკუთრებით ახალ ან უცნობ სიტუაციებში.
გაღიზიანება და აგზნებადობა
ტიპური დაბერება: ხანმოკლე გაღიზიანება, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ სტრესორებთან.
ადრეული ალცჰაიმერი: ხშირი აგზნებადობა, რომელიც გამოწვეულია მეხსიერების ხარვეზებით ან ყოველდღიური დავალებების შესრულების სირთულეებით.
რეაქცია რუტინის დარღვევაზე
ტიპური დაბერება: შეიძლება განიცადოს მსუბუქი იმედგაცრუება რუტინის ცვლილებების გამო, მაგრამ სწრაფად ადაპტირდება.
ადრეული ალცჰაიმერი: რუტინის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დაბნეულობა, იმედგაცრუება და დისტრესი.
სოციალური იზოლაცია
ტიპური დაბერება: ინარჩუნებს სოციალურ კავშირებს.
ადრეული ალცჰაიმერი: თავს არიდებს სოციალურ ურთიერთობებს უხერხულობის ან საუბრების შემდეგ სირთულეების გამო.
ყოველდღიური ცხოვრების აქტივობები
ყოველდღიური ცხოვრების აქტივობები (ADL) არის აუცილებელი თვით–მოვლის ამოცანები, რომლებიც ყოველდღიურად სრულდება, მათ შორის ჭამა, ჩაცმა, დაბანა, მოვლა და ტუალეტის მოხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ამ აქტივობებთან დაკავშირებული მსუბუქი სირთულე შეიძლება იყოს დაბერების ნორმალური ნაწილი ფიზიკური ცვლილებების გამო, მათი შესრულების დავიწყება ან ამ ამოცანების გარშემო დაბნეულობის, აღგზნების ან დისტრესის განცდა არ არის.[15] როდესაც ადამიანს უჭირს აღნიშნული ამოცანების სწორად შესრულება, ამან შეიძლება გამოიწვიოს არაუსაფრთხო საცხოვრებელი პირობები, ჯანმრთელობის რისკების ზრდა და დამოუკიდებლობის დაკარგვა.
კვება
ტიპური დაბერება: ინარჩუნებს ინტერესს საკვების მიმართ და სწორად იყენებს ჭურჭელს.
ადრეული ალცჰაიმერი: ივიწყებს ჭურჭლის გამოყენებას ან დაჭერას, კარგავს ინტერესს საკვების მიმართ ან ერთსა და იმავეს განმეორებით ჭამს.
ჩაცმა
ტიპური დაბერება: აგრძელებს დამოუკიდებლად და შესაბამისად ჩაცმას.
ადრეული ალცჰაიმერი: უჭირს ღილების და ელვა შესაკრავის გამოყენება, არასწორად ატარებს ტანსაცმელს და ირჩევს სეზონურად შეუფერებელ ტანსაცმელს.
დაბანა/მოვლა
ტიპური დაბერება: რეგულარულად იცავს ჰიგიენას უსაფრთხოებიდან გამომდინარე მცირე ცვლილებებით.
ადრეული ალცჰაიმერი: ივიწყებს ჰიგიენის წესებს ან ეწინააღმდეგება დაბანას დაბნეულობის ან შიშის გამო.
ტუალეტის მოხმარების უნარი
ტიპური დაბერება: შეიძლება უფრო ხშირად შარდავდეს, მაგრამ ინარჩუნებს კონტროლს და დამოუკიდებლობას ტუალეტის გამოყენებისას.
ადრეული ალცჰაიმერი: ივიწყებს ტუალეტის ადგილმდებარეობას, ტუალეტის მოხმარების დარღვევა ან ტანსაცმლის (საცვლების) გამოყენების უუნარობა.
ნატიფი განსხვავებების ამოცნობა
მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივ დაბერებასა და ადრეულ ალცჰაიმერს გარკვეული მსგავსება აქვთ, მთავარი განსხვავება ამ ცვლილებების სიხშირეში, მდგრადობასა და გავლენას შორისაა. ტიპური დაბერების დროს მეხსიერების ჩავარდნები, ენობრივი სირთულეები და ყოველდღიურ საქმიანობებში ცვლილებები ხშირად მსუბუქი და წარმავალია, ხოლო ადამიანები ადვილად აღიდგენენ ან ასწორებენ ამ ცვლილებებს. ამის საპირისპიროდ, ადრეული ალცჰაიმერის დაავადება უფრო ხშირ დარღვევებს იწვევს, როგორიცაა განმეორებითი დავიწყება, სწორი სიტყვების პოვნის სირთულეები და რუტინის დაცვის ან ამოცანების შესრულების სირთულეები.
თარგმანი – დავით გიგინეიშვილის