დემენციის სასკრინინგო ინსტრუმენტები
AD8: ვაშინგტონის უნივერსიტეტის დემენციის სკრინინგ ტესტი.
ავტორები: James E. Galvin, MD, MPH, (Florida Atlantic University, Charles E. Schmidt College) და Yael Zweig, MSN, AGPCNP-BC, (New York University Langone Medical Center).
თარგმანი: ნინო ეხვაიას და დავით გიგინეიშვილის
რატომ:
ალცჰაიმერის დაავადება და დემენციის სხვა ფორმები რჩება მოსახლეობაში გამოუვლენელი და შესაბამისად არადიაგნოსტირებული (Galvin et al., 2005). პირველადი ჯანდაცვის ექიმები, სავარაუდოდ, წარმოადგენენ სპეციალისტთა იმ ჯგუფს, რომელსაც ხანდაზმულებში ალცჰაიმერის დაავადებისა და დემენციის სხვა სახეობების ადრეული სიმპტომების გამოვლენა შეუძლია. პირველადი ჯანდაცვის ქსელში პროვაიდერებს შეუძლიათ ელოდონ, რომ 65 წლის ზემოთ ასაკის მქონე პირთა 11%-ს და 85 წლის ზემოთ ასაკის მქონე პირთა 32%-ს ექნება ალცჰაიმერის დაავადება და თან მოსალოდნელია, რომ სიხშირე მოიმატებს ასაკოვანი (65 წელს ზემოთ) მოსახლეობის ზრდასთან ერთად (Alzheimer’s Association, 2016). ადრეული სკრინინგი მნიშვნელოვანია დაავადების საწყის ეტაპზე გამოსავლენად, რათა შევძლოთ მკურნალობის დაგეგმვა და პაციენტისა და მისი ოჯახის წევრი-მომვლელების სამომავლო ზრუნვის ორგანიზება. მოცემული დოკუმენტი წარმოგვიდგენს AD8-ს – ვაშინგტონის უნივერსიტეტის დემენციის სკრინინგის ტესტს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “რვა პუნქტიანი ინტერვიუ დაბერებისა და დემენციის დიფერენცირებისთვის”. ეს არის მოკლე და მარტივი სადიაგნოსტიკო ხელსაწყო, რომლის შევსებაც შეუძლია ინფორმაციის მომწოდებელს ან თავად პაციენტს, პირველადი ჯანდაცვის ან სხვა სპეციალისტთან ვიზიტამდე (Galvin et al., 2005, 2006, 2007a, 2007b).
საუკეთესო ინსტრუმენტი:
AD8 შემუშავებულია, როგორც მარტივი და სწრაფი ხელსაწყო, რომელიც ეხმარება ნორმალური სიბერის ნიშნები და დემენციის მსუბუქი ფორმა განვასხვავოთ. იგი მოიცავს 8 პუნქტს, რომელიც აფასებს მეხსიერებას, ორიენტაციას, განსჯის უნარს და ფუნქციურ მდგომარეობას. ზღვრული ქულა არის: ნორმალური შემეცნება (კოგნიცია) 0-1; კოგნიტური დარღვევა – 2 ან მეტი. განსხვავებით ისეთი ტესტებისგან, როგორიცაა Mini-Cog და Mini Mental State Examination (MMSE), AD8 აფასებს ინდივიდში მიმდინარე ცვლილებებს სხვადასხვა კოგნიტურ ასპექტში წინა ფუნქციურ დონესთან შედარებით და მგრძნობიარეა დემენციის ადრეული ნიშნების მიმართ ეტიოლოგიის მიუხედავად. თავდაპირველად AD8 აღიარებული იყო როგორც ინფორმაციის მომწოდებელზე დაფუძნებული კითხვარი, რომელსაც ავსებდა მეუღლე, ზრდასრული შვილი ან მეგობარი, რომელიც კარგად იცნობდა პაციენტს. ბოლო კვლევებმა დაადასტურა AD8-ის გამოყენება როგორც უშუალო კითხვარი პოტენციური დემენციის მქონე პირისთვის, რომელსაც ხშირად შეუძლია საკუთარი ფუნქციური ცვლილებების შეფასება დაავადების მოგვიანებით სტადიებშიც (Galvin et al., 2007b). AD8 არის მოკლე, მარტივი, სწრაფად შესავსები (~3 წუთი), კულტურულად მგრძნობიარე ინსტრუმენტი, რაც მას იდეალურს ხდის პირველადი ჯანდაცვის პრაქტიკაში, წლიურ პროფილაქტიკური ვიზიტებსა და კვლევებში გამოყენებისთვის. დამატებით, იგი აღიარებულია გადაუდებელი დახმარების განყოფილებებსა და სხვა კლინიკური გარემოებებში გამოყენებისთვის (Carpenter et al., 2011).
სამიზნე პოპულაცია:
იმის გათვალისწინებით, რომ ალცჰაიმერის დაავადების მქონე პირთა 81% არის 75 წლის ან ზევით (Alzheimer’s Association, 2016), პირველადი ჯანდაცვის პირობებში რეკომენდირებულია ამ ასაკობრივი ჯგუფის სკრინინგი ნებისმიერი ვიზიტის დროს და AD8-ის მონაცემების ყოველწლიური განახლება. 75 წელზე ქვევით ზრდასრულებმა, რომლებიც განიცდიან კოგნიტურ ცვლილებებს ან რომელთა ოჯახის წევრებმა ან მეგობრებმა შენიშნეს ცვლილება, ასევე უნდა შეავსონ AD8.
ვალიდობა და სანდოობა:
სოციუმში მყოფ ხანდაზმულებში, AD8 საიმედოდ განასხვავებს დემენციის არმქონე და დემენციის მქონე პირებს და მგრძნობიარეა კოგნიტური ცვლილებების ადრეული ნიშნების მიმართ, რომელსაც ინფორმაციის მომწოდებელი მოახსენებს. კონკურენტული ვალიდობა მაღალია – AD8 კორელირებს (r = 0.75) Clinical Dementia Rating (CDR)-თან, რომელიც წარმოადგენს დემენციის გლობალური შეფასების “ოქროს სტანდარტს” და ასევე ფორმალურ ნეიროფსიქოლოგიურ შეფასებასთან. ნაჩვენებია 84% მეტი მგრძნობელობა და 80% მეტი სპეციფიკურობა. AD8-ის კრონბახის ალფა შეადგენს 0.84-ს, რაც მიუთითებს შესანიშნავ შიდა თანმიმდევრულობაზე. ასევე, მას აქვს მაღალი შიდა-შემფასებლური სანდოობა და სტაბილურობა (სადიაგნოსტიკო ხელსაწყოს უნარი აჩვენოს თანმიმდევრული, სანდო შედეგები იმის მიუხედავად, თუ ვინ აფასებს ტესტს და როდის ტარდება ტესტი). ინსტრუმენტი ეფექტურად განასხვავებს დემენციის არმქონე და დაქვეითებული კოგნიტური ფუნქციის მქონე პირებს (დადებითი პროგნოზული მნიშვნელობა >85%, უარყოფითი პროგნოზული მნიშვნელობა >70%, მრუდის ქვეშ მოქცეული ფართობი: 0.908, 95% ნდობის ინტერვალი (CI): 0.888-0.925). AD8-ის კომბინირება მოკლე ტესტებთან, როგორიცაა MoCA და Mini-Cog, მნიშვნელოვნად ზრდის ადრეული კოგნიტური ცვლილებების გამოვლენის შესაძლებლობას (Galvin et al. 2007a). AD8 ადაპტირებულია მრავალ ენაზე, მათ შორის, ესპანურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, ნორვეგიულ, ჩინურ, კორეულ, ინდონეზიურ და ფილიპინურ.
ძლიერი მხარეები და შეზღუდვები:
AD8-ის უპირატესობებია მასში შემავალი კითხვების სიმცირე, მისი შევსება იკავებს საშუალოდ 3 წუთს და არ საჭიროებს რაიმე სპეციალურ განსწავლას. მისი პუნქტები ინდივიდში შემეცნების მრავალ ასპექტში მიმდინარე ცვლილებებს აფასებს. მისი შევსება, შესაძლებელია როგორც თავად ხანდაზმულის, ასევე ინფორმაციის მიმწოდებლის მიერ – პირადად ან სატელეფონო საუბრის მეშვეობით. ტესტი შეფასებულია სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ჯგუფებში. სხვა ინსტრუმენტებთან შედარებით, AD8 უკეთ ავლენს კოგნიტურ ცვლილებებს მაღალი ფუნქციური დონის მქონე პირებში, რაც მას განსაკუთრებით გამოსადეგს ხდის პირველადი ჯანდაცვის პრაქტიკაში. მისი პოტენციური ნაკლი მაშინ ვლინდება როდესაც პაციენტს არ ყავს ინფორმაციის მიმწოდებელი, თუმცა ეს შეიძლება მხოლოდ ზღუდავდეს ტესტის სარგებლიანობას გრძელვადიანი მონიტორინგის დროს.
შემდგომი შეფასება:
AD8-ზე დადებითი შედეგის შემთხვევაში აუცილებელია დამატებითი შეფასება, რომელიც მოიცავს ანამნეზს, ფიზიკურ გამოკვლევას, სტანდარტულ კოგნიტურ ტესტებს, ლაბორატორიულ კვლევებს და ტვინის ვიზუალიზაციას დემენციის დიაგნოზის ოფიციალურად დასადგენად.
AD8 ტესტი
გამოყენება:
კითხვები მიეწოდება რესპონდენტს ბეჭდვითი სახით ფურცელზე თვითშევსებისთვის ან შეიძლება ხმამაღლა წაკითხვა რესპონდენტისათვის ან პირისპირ ან ტელეფონით.
სასურველია AD8-ის ჩატარება ინფორმაციის მომწოდებელთან, მისი არსებობის შემთხვევაში. ინფორმანტის არარსებობისას ტესტი შეიძლება ჩაუტარდეს უშუალოდ პაციენტს. ინფორმანტთან ჩატარებისას აუცილებელია მკაფიოდ მოთხოვნა, რომ შეაფასოს პაციენტში არსებული ცვლილებები. პაციენტთან ჩატარებისას საჭიროა პაციენტმა შეაფასოს თითოეული პუნქტის მიხედვით საკუთარი ფუნქციური უნარის ცვლილებები, მიზეზობრივი კავშირის მითითების გარეშე.
თუ კითხვები ხმამაღლა იკითხება, ექიმმა ყურადღებით უნდა წაიკითხოს ფრაზა როგორც ფორმულირებულია და გაამახვილოს ყურადღება კოგნიტური პრობლემებით გამოწვეულ ცვლილებებზე (და არა ფიზიკური პრობლემებით). ცალკეულ პუნქტებს შორის უნდა იყოს დაახლოებით ერთი წამის ინტერვალი.
ცვლილებებისთვის ვადები არ არის საჭირო.
შეფასება:
საბოლოო შეფასება წარმოადგენს იმ პუნქტების ჯამს, რომლებიც მონიშნულია როგორც “დიახ, არის ცვლილება”. შედეგების ინტერპრეტაცია:
0-1 ნორმალური კოგნიტური უნარი; 2 ან მეტი – კოგნიტური დარღვევა.
გახსოვდეთ, რომ ‘დიახ, არის ცვლილება’ მიუთითებს, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე გამოვლინდა ცვლილებები, რაც შემეცნების (მეხსიერება ან აზროვნება) პრობლემებით არის გამოწვეული | დიახ, არის ცვლილება | არა, ცვლილება არ არის | უცნობია, არ ვიცით |
| |||
2. ჰობისა (საყვარელი საქმით გატაცება) და აქტივობების მიმართ ინტერესის შემცირება | |||
3. ერთი და იგივე საკითხების მრავალჯერ განმეორება (კითხვების, ისტორიების ან განცხადებების) | |||
4. სირთულე ახალი მოწყობილობის, ტექნიკის ან ხელსაწყოს გამოყენების სწავლაში (მაგ. კომპიუტერი, მიკროტალღური ღუმელი). | |||
5. მიმდინარე დროის აღქმის დარღვევა [თვის, წლის] (დეზორიენტაცია დროში) | |||
6. ფინანსური საქმეების მართვის სირთულე (მაგ. ანგარიშების გასწორება, გადასახადების გადახდა) | |||
7. შეხვედრების დამახსოვრების სირთულე (ინდივიდი ხშირად იბნევა, ივიწყებს და აცდენს დაგეგმილ თარიღებს, როგორიცაა ექიმთან ვიზიტები ან სოციალური ურთიერთობები) | |||
8. ყოველდღიური პრობლემები აზროვნებასა და/ან მეხსიერებაში (სახელების (ნაცნობების ან ნივთების) დავიწყებას, მისასვლელი ადგილის დავიწყებას, მანქანის მართვის დროს დაკარგვას და სახლში ნივთების დაკარგვას) |
AD8 ჯამური ქულა |