„გამოვიყვანოთ დემენცია ჩრდილიდან“ – გადაცემის ვიდეოანონსი „პულსი TV“-ზე
ტელეკომპანია „პულსი TV“ წარმოგიდგენთ გადაცემის „მედიდეა“ ანონსს, რომელიც დემენციის თემას ეძღვნება.
„გამოვიყვანოთ დემენცია ჩრდილიდან“ — გადაცემაში საუბარი შეეხება დემენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დაავადების დროული ამოცნობის მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დემენციის მქონე ადამიანები, მათი ოჯახის წევრები და მომვლელები დგანან.
დემენციის შესახებ ღია და ინფორმირებული საუბარი მნიშვნელოვანია სტიგმის შესამცირებლად, დროული დახმარების ხელშესაწყობად და დემენციის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
გთავაზობთ გადაცემის ვიდეოანონსს.