ბათუმში ჩატარდება უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა „ღირსეული სიბერე: კოგნიტური ჯანმრთელობა და დემენციის მართვა“
2026 წლის 16–17 სექტემბერს ბათუმში ჩატარდება უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა „ღირსეული სიბერე: კოგნიტური ჯანმრთელობა და დემენციის მართვა“.
პროგრამა განკუთვნილია ნევროლოგებისთვის, ფსიქიატრებისთვის, ოჯახის ექიმებისა და შინაგანი მედიცინის სპეციალისტებისთვის და მოიცავს დაბერების როგორც ნევროლოგიურ, ისე ფსიქიატრიულ ასპექტებს.
მოდული მომზადებულია სახელმწიფო საგრანტო პროექტის „კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ — დემენციის ეროვნული პროგრამის შექმნის ხელშეწყობისათვის“ ფარგლებში.
მოდულის ფარგლებში განხილული იქნება კოგნიტური ჯანმრთელობის, დემენციის დროული ამოცნობისა და მართვის საკითხები. პროგრამის ხელმძღვანელები არიან პროფ. დავით გიგინეიშვილი და პროფ. ნინო ოკრიბელაშვილი.
🗓 თარიღი: 16–17 სექტემბერი, 2026
🕓 დრო: 16:00–19:30
📍ჩატარების ადგილი: ბათუმის სამედიცინო ცენტრი
მისამართი: ქ. ბათუმი, კახაბერის ქ. 36
აკრედიტაციის №: 1364 — 27.05.2026
პროგრამაში მონაწილეობა მსმენელებისთვის უფასოა.
მოდული 2026 წლის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტარდება და მიზნად ისახავს სამედიცინო პროფესიონალებისთვის კოგნიტური ჯანმრთელობისა და დემენციის მართვის მიმართულებით თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას.
თბილისში წარმატებით ჩატარებული უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) ორდღიანი პროგრამის „ღირსეული სიბერე: კოგნიტური ჯანმრთელობა და დემენციის მართვა“ მაღალი ინტერესისა და მონაწილეთა აქტიური ჩართულობის გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება კურსის განმეორებით ჩატარების შესახებ.
პროგრამა გაიმართება 2026 წლის 6–7 აგვისტოს.
კურსი ტარდება სახელმწიფო საგრანტო პროექტის „კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ (დემენციის ეროვნული პროგრამის შექმნის ხელშეწყობისათვის)“ ფარგლებში და მიზნად ისახავს დემენციის ადრეული ამოცნობის, კოგნიტური ჯანმრთელობისა და თანამედროვე მართვის პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავებას.