უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა „ღირსეული სიბერე: კოგნიტური ჯანმრთელობა და დემენციის მართვა“ თბილისში გაიმართება
2026 წლის 30–31 ივლისს, თბილისში გაიმართება უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) პროგრამა „ღირსეული სიბერე: კოგნიტური ჯანმრთელობა და დემენციის მართვა“.
პროგრამა მომზადებულია სახელმწიფო საგრანტო პროექტის „კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ — დემენციის ეროვნული პროგრამის შექმნის ხელშეწყობისათვის“ ფარგლებში და მიზნად ისახავს დემენციის თანამედროვე მართვის, კოგნიტური ჯანმრთელობისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური პრაქტიკის შესახებ ცოდნის გაღრმავებას.
მოდული მოიცავს დემენციის, როგორც ნევროლოგიური, ასევე ფსიქიატრიული ასპექტების განხილვას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კოგნიტური ფუნქციების შეფასებასა და ნევრორეაბილიტაციას, ასევე საოჯახო და შინაგანი მედიცინის სპეციალისტების მნიშვნელოვან როლს დემენციის ადრეულ ამოცნობასა და მართვაში.
პროგრამა ჩატარდება:
📍 ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მეორე შენობაში, ცენტრალურ აუდიტორიაში (II სართული)
მისამართი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. №78
თარიღი და დრო:
- 30 ივლისი – 16:30–20:00 (რეგისტრაცია: 16:30–17:00)
- 31 ივლისი – 17:00–20:00
პროგრამას ხელმძღვანელობენ:
- პროფ. ნინო ოკრიბელაშვილი
- პროფ. დავით გიგინეიშვილი
კურსი განკუთვნილია ნევროლოგებისთვის, ფსიქიატრებისთვის, ოჯახის ექიმებისა და შინაგანი სნეულებების სპეციალისტებისთვის.
აკრედიტაცია: №1364 (27.05.2026) – I ტიპის 6 უსგ ქულა.
2026 წელს პროგრამაში მონაწილეობა მსმენელებისთვის უფასოა.
გიწვევთ მონაწილეობისთვის და გელოდებით პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს დემენციის სფეროში პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და საქართველოში დემენციის ეროვნული პროგრამის განვითარების ხელშეწყობას.