უსგ პროგრამას „ღირსეული სიბერე: კოგნიტური ჯანმრთელობა და დემენციის მართვა“ აკრედიტაცია მიენიჭა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს 2026 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით, ა. ზურაბიშვილის სახელობის საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების მიერ წარმოდგენილ 2-დღიან მოკლევადიან უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) პროგრამას„ღირსეული სიბერე: კოგნიტური ჯანმრთელობა და დემენციის მართვა“ — მიენიჭა აკრედიტაცია (აკრედიტაციის №1364).

პროგრამა განისაზღვრა I ტიპის 6 უსგ ქულად და განკუთვნილია შემდეგი სპეციალობების წარმომადგენლებისთვის:

  • ფსიქიატრები;
  • ნევროლოგები;
  • საოჯახო და შინაგანი მედიცინის სპეციალისტებისთვის;

2026 წლის განმავლობაში კურსის ჩატარება დაგეგმილია თბილისში, ქუთაისში და თელავში.

მნიშვნელოვანია, რომ წელს პროგრამაში მონაწილეობა მსმენელებისთვის უფასო იქნება, რაც კიდევ უფრო მეტ სპეციალისტს მისცემს შესაძლებლობას გაიღრმაოს ცოდნა კოგნიტური ჯანმრთელობის, დემენციის ადრეული ამოცნობისა და თანამედროვე მართვის საკითხებში.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, რეგისტრაციის ვადები და კურსის ჩატარების თარიღები გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში.