ბათუმში წარმატებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მეხუთე მოდული
ბათუმში წარმატებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მეხუთე მოდული
2026 წლის 16–17 სექტემბერს, ბათუმის სამედიცინო ცენტრის (BMC) აუდიტორიაში წარმატებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების ორდღიანი მოდული „ღირსეული სიბერე: კოგნიტური ჯანმრთელობა და დემენციის მართვა“.
ტრენინგი განხორციელდა სახელმწიფო საგრანტო პროექტის „კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ — დემენციის ეროვნული პროგრამის შექმნის ხელშეწყობისათვის“ ფარგლებში და წარმოადგენდა პროექტის ფარგლებში ჩატარებულ მეხუთე უწყვეტი სამედიცინო განათლების მოდულს.
პროგრამის ხელმძღვანელები არიან პროფ. დავით გიგინეიშვილი და პროფ. ნინო ოკრიბელაშვილი.
ორდღიანი მოდულის ფარგლებში განხილული იყო კოგნიტურ ჯანმრთელობასთან, დემენციის დროულ ამოცნობასა და მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. პროგრამას ესწრებოდნენ ნევროლოგები და ფსიქიატრები.
პროექტის ფარგლებში უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის განხორციელება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გრძელდება და მიზნად ისახავს დემენციისა და კოგნიტური ჯანმრთელობის მიმართულებით სამედიცინო პროფესიონალების ცოდნისა და პრაქტიკული კომპეტენციების გაძლიერებას.



















