პროფესორი დავით გიგინეიშვილი გადაცემაში „ექიმის რჩევა“ — დემენციასა და პროექტზე „კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ“
2026 წლის 15 ივლისს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე (შუადღე)“, რუბრიკაში „ექიმის რჩევა“, წამყვან ქეთი ასათიანთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა პროფესორი დავით გიგინეიშვილი.
გადაცემაში საუბარი შეეხო დემენციის ადრეული ამოცნობის მნიშვნელობას, დაავადების თანამედროვე მართვის პრინციპებს, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების აუცილებლობასა და დემენციის მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
პროფესორმა დავით გიგინეიშვილმა ასევე ისაუბრა პროექტზე „კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ (დემენციის ეროვნული პროგრამის შექმნის ხელშეწყობისათვის)“, მის მიზნებსა და მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოში დემენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ეროვნული დემენციის პროგრამის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.
გთავაზობთ გადაცემის ვიდეოჩანაწერს.